სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. უწყებაში მის გადადგომას ადასტურებენ, თუმცა, მიზეზებზე არავინ საუბრობს.

იოსებ გოგაშვილი ვახტანგ გომელაურის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა და მისმა გვარმა არაერთ გახმაურებულ სამქეში გაიჟღერა. გოგაშვილის  ბრალეულობაზე ზაზა სარალიძეც არაერთხელ საუბრობდა. დღეს კი  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა აცხადებს, რომ გოგაშვილი მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაშიც იყო ჩარეული.

„სოსო გოგაშვილი ჩარეული იყო არა მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობის საქმის, არამედ ჩვენი სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლის საქმეში. ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პირადად სოსო გოგაშვილი ერეოდა გარკვეული  საქმეების  გამოძიების პროცესში. ის იყო ჩარეული ჩვენი სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლის საქმეში. პირადად გოგაშვილისგან იყო გადაგზავნილი ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ 4- კაციან ჯგუფში, რომელიც გერმანიაში მიემგზავრებოდა, იყო ტერორისტობაში ბრალდებული.

კარგი გადაწყვეტილება მიიღო იმ პირმა, ვინც ის გადააყენა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება“ – აცხადებს ზაზა სარალიძემ.

მსგავსი თემები