„არა რუსულ კანონს, კი ევროპას” – ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს, 23 აპრილსაც გაიმართება. ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა და სტუდენტებმა აქცია 19:00 საათზე ჩანიშნეს.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს რუსული კანონი. მათი თქმით, “ოცნების” კანონი რუსულია და ის საქართველოს ევროპულ გზას აშორებს.