პრესის თავისუფლება და ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე – სახდეპის 2023 წლის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში საქართველოში პრესის თავისუფლებასა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზეა საუბარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჟურნალისტებისთვის შეზღუდვების დაწესება პრობლემად მიიჩნიეს და რომ, მათი აზრით, ეს მხოლოდ კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ ხდებოდა.

,,თებერვალში პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო რეგულაციები პრესის აკრედიტაციის შესახებ, რომელიც დამატებით შეზღუდვებს უწესებდა ჟურნალისტებს. მედია ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ახალი წესი, როგორც არაინკლუზიური და ბუნდოვანი. მედიის ადვოკატირების კოალიციამ განაცხადა, რომ რამდენიმე შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ (GCJE) და სახალხო დამცველის ორგანიზაციამ ხაზი გაუსვეს ჟურნალისტებისთვის სანქციების დაწესებისას სათანადო პროცესის გარანტიების არარსებობას და პრობლემურად მიიჩნიეს, რომ ახალი წესით სანქციები მხოლოდ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ხდებოდა”, – წერია ანგარიშში.

მსგავსი თემები