გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. როგორც კიევის რკინიგზის სადგურზე ბაერბოკმა განაცხადა, გერმანია “მტკიცედ” უჭერს მხარს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებში.

,,ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია. ბომბების სეტყვაში, რუსეთის ტანკების პირისპირ, უკრაინა თავდაჯერებულად და მტკიცედ დაადგა გზას ევროკავშირისკენ”, – განაცხადა ბერბოკმა.

მსგავსი თემები