ცნობილი მევიოლინე საქართველოშია

გერმანელი სუპერვარსკვლავი, დევიდ გერეტი უკვე საქართველოშია. მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი დიდი ინსტრუმენტალისტი 13 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში 20:00 სთ-ზე ქართველ თაყვანისმცემელთან ერთად თავისი შემოქმედების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

დევიდ გერეტი მსოფლიო ტურნეს ,,UNLIMITED –LIVE 2019” ფარგლებში, საქართველოს ,,ქროსოვერ“-ის პროგრამით ესტუმრება. სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად, ის ქართველ მსმენელს უკანასკნელი ათწლეულის თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებსაც შეუსრულებს, მათ შორისაა – “Smooth Criminal”, “Nothing Else Matters”, “Vila La Viva”, ‘’He is a Pirate“, ‘’Thunderstruck”. 

კონცერტი, რომელიც დღეს საღამოს 20:00 სთ-ზე სპორტის სასახლეში გაიმართება, ორგანიზებულია საქართველოს კულტურის პალატის მიერ, ხოლო ღონისძიება ტარდება Check in Georgia-ს ფარგლებში. 


მსგავსი თემები