,,112-ში დარეკა მეორე შვილმა, პატარამ, 12 წლისაა, ბავშვიც შეესწრო” – ახალი დეტალები გლდანში მომხდარ დანაშაულზე

  თბი­ლის­ში, გლდანში, შვილ­მა მამა მოკ­ლა. წინასწარი ინფორმაციით, შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც მეზობლები ამბობენ, დანაშაულს ოჯახის მცირეწლოვანი წევრიც შეესწრო. სწორედ, ბრალდებულის 12 წლის დამ დარეკა 112-ში. ,,არავინ არაფერი იცის. სახლში მოხდა და ზუსტად რა მოხდა არ იციან. ოჯახი მშვენივრად ცხოვრობდა, მშრომელი ხალხი არიან დედ-მამა და ეს ბიჭი არ ვიცი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. ,,დილით დაინახეს დანით ხელში, დაარტყა და ჩამოვიდა შვილი, აქ ტრიალებდა, გაოგნებული იყო თვითონაც. 112-ში დარეკა მეორე შვილმა პატარამ, 12 წლისაა. ეს ბავშვიც შეესწრო, სახლში იყო. ძირითადად, ეს … ვრცლად ,,112-ში დარეკა მეორე შვილმა, პატარამ, 12 წლისაა, ბავშვიც შეესწრო” – ახალი დეტალები გლდანში მომხდარ დანაშაულზე