ინციდენტს არ ვუკავშირებ ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას – ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან გუშინდელ აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.

იოსელიანი მომხდარს  ამჟამინდელ საქმიანობას არ უკავშირებს.

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ამ ინციდენტს არ ვუკავშირებ ჩემს საქმიანობას. იქ იყვნენ განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული მოსაზრებებით, რომელთაც არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური შეფასებები, როცა პოლიტიკაში ვიყავი და ამის მიმართ გამოხატეს პროტესტი იმ ფორმით, რომელიც ყველასთვის მიუღებელია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის,  პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს.

 

მსგავსი თემები