,,ვცხოვრობთ დროში, როცა უკრაინას ყველანაირი ისტორიული სირთულის გადალახვა შეუძლია”- ზელენსკი

,,ჩვენ ახლა ვცხოვრობთ დროში, როცა უკრაინას ყველანაირი ისტორიული სირთულის გადალახვა შეუძლია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობის შენარჩუნების შემთხვევაში უკრაინას ყველანაირი ისტორიული სირთულის გადალახვა შეუძლია.

,,ჩვენ ახლა ვცხოვრობთ დროში, როცა უკრაინას ყველანაირი ისტორიული სირთულის გადალახვა შეუძლია. ჩვენ ეს შეგვიძლია, თუ შევინარჩუნებთ ერთიანობას, გავუფრთხილდებით ერთმანეთს და ქვეყანას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს უკრაინაზე და უკრაინელებზე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ერთიანობაზე და უკრაინისთვის მსოფლიოს ერთიანობაზე. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ახლა იბრძვის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის,”- განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები