კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა – დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია

კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 20 დაშავებულია.

კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანსია მარკესმა განაცხადა, რომ დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია. ცნობისთვის, ტერიტორიაზე მეწყერი 13 იანვარს ჩამოწვა.

ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის მასის ქვეშაა მოყოლილი, თუმცა ძლიერი წვიმა სამუშაოებს აფერხებს.

მსგავსი თემები