ეკვადორში სატელევიზიო სტუდიაში ნიღბიანი, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

ეკვადორში სახელმწიფო ტელევიზია TC-ს სტუდიაში პირდაპირი ტრანსლაციის დროს, ნიღბიანი, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, თანამშრომლებს იატაკზე დაწოლა აიძულეს და მაუწყებლობის შეწყვეტას ითხოვდნენ.

ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება.

ეკვადორის პოლიციამ ტელევიზიიდან პერსონალის ევაკუირება მოახდინა, მოგვიანებით კი რამდენიმე თავდამსხმელის დაკავება დაადასტურა.

„პოლიციის დანაყოფებმა მოახერხეს დანაშაულთან დაკავშირებული რამდენიმე პირის დაკავება“, – აღნიშნავს ეკვადორის პოლიცია სოციალურ ქსელში.

ტელევიზიაში შეჭრა ეკვადორში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს მოხდა.

მსგავსი თემები