2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა

2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში გერმანიის ფედერალური სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გასული წლის განმავლობაში, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი 9,399-მა ადამიანმა მოითხოვა, მათგან 8,414-მა განცხადება პირველად შეავსო.

თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიც არიან: რუსეთის ფედერაცია, სომალი და ერიტრეა. სიაში კი ლიდერობენ: სირია, თურქეთი, ავღანეთი, ერაყი და ირანი.

საერთო ჯამში, 2023 წელს, გერმანიაში თავშესაფარი 351,915-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც 51,1%-ით უფრო მეტია ვიდრე 2022 წლის მონაცემები.

მსგავსი თემები