აქციაზე ლგბტ თემისა და ევროკავშირის დროშები დახიეს

„საქართველო“…  „საქართველო“… ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის ოფისისკენ დაიძრნენ. „თბილის პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ დაიწყო, ევროკავშირისა და ლგბტ თემის დროშები დახიეს „ქართული ოცნების“ ოფისთან დაყარეს.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა პარალიზებულია. აქციის მონაწილეები საქართველოს საპატრიარქოსთანაც შეჩერდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

დღევანდელი აქციის მიზანია დაანახონ ლგბტ თემს, რომ მათი იდეოლოგია ვერ გაიმარჯვებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია „ალტ-ინფო“. მათ, დახეული დროშის ნაფლეთები ევროკავშირის ოფისთან უნდა მიიტანონ.

მსგავსი თემები