„ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს“ – ეინს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო ნატოს მჭიდრო პარტნიორია

„ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს,  ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, – აცხადებს  იენს სტოლტენბერგი.

ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხებიც განიხილეს.

„ნატო-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს”, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

მსგავსი თემები