ხვალიდან საქართველოდან ბულგარეთში შესვლა მკაცრდება

„კოვიდპანდემიის“ რისკებიდან გამომდინარე, ბულგარეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს. გამკაცრება ეხება საქართველოსაც. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.  

გადაწყვეტილება ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. მის მიხედვით,  26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები  ბულგარეთის საზღვარზე ვერ შევლენ.

“ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი”, – განმარტავენ საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ, ვირუსის მაჩვენებლის კუთხით, საქართველო ე.წ. წითელ ნუსხაში იმყოფება. 

მსგავსი თემები