,,კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ”- დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან,”- ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ  კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. მოქალაქეებმა დიდი ხნის წინ ცხადად თქვეს, რომ მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ამ მიზანთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე. დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასე რომ, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციებისა და მისწრაფებების რეალიზება განახორციელოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

მსგავსი თემები