იემენთან ტანკერი გაიტაცეს, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა

Associated Press-ის ინფორმაციით, იემენის სანაპიროსთან ახლოს, ადენის ყურეში თავდამსხმელებმა ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი გაიტაცეს. ტანკერტზე სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა.

გატაცებაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა და მას კომპანია Zodiac Maritime მართავს.

კომპანიის წარმომადგენელმა  შემთხვევას “საეჭვო მეკობრეობის ინციდენტი” უწოდა და განაცხადა, რომ მათი პრიორიტეტი ბორტზე 22-კაციანი ეკიპაჟის უსაფრთხოებაა.

კომპანიის განცხადებით, ხომალდს თურქი კაპიტანი მართავდა და ეპიჟის წევრებს შორის არიან რუსეთის, ვიეტნამის, ბულგარეთის, ინდოეთის, საქართველოს და ფილიპინების მოქალაქეები.

 

მსგავსი თემები