“ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია, ჩემი ოჯახია, დანარჩენი ყველაფერი დროებითია”- ირაკლი ღარიბაშვილი

“ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ოჯახი და ჩემი სამი ვაჟკაცი, რომლებსაც ჩემს სამშობლოს ვუზრდი,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ აქ ქვეყნად ყოველგვარი სხვა სიკეთე, გარდა ოჯახისა, დროებითია, კეთილი საქმე კი, მხოლოდ ერთიანობით და სიყვარულით კეთდება:

“მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ნულიდან შევქმენით, არაფერი გამაჩნდა, მაგრამ დღეს ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ოჯახი და ჩემი სამი ვაჟკაცი, რომლებსაც ჩემს სამშობლოს ვუზრდი. ეს არის ჩემთვის მთავარი. სხვა დანარჩენი – კარიერაც, თანამდებობაც, ფინანსური მდგომარეობაც, დროებითია. მე ყოველთვის ერთიანობასა და სიყვარულზე ვაფუძნებდი და ვაფუძნებ ჩემს საქმეს. ჩემთვის მიუღებელია პრინციპი – „გათიშე და იბატონე“, ჩემი მთავარი პრინციპია – გააერთიანე და ისე მართე! მხოლოდ ერთიანობით და სიყვარულით არის შესაძლებელი კარგი საქმეების გაკეთება,”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები