კვიპროსში ავარიას ქართველი კაცი ემსხვერპლა

კვიპროსში ავარიას 33 წლის ქართველი კაცი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი პაფოსში, აგაპინოროსისა და იკაროს ქუჩების შეკვეთაზე გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

მანქანის მძღოლი თავდაპირველად მიიმალა, თუმცა საათნახევრის შემდეგ, ადგილზე დაბრუნდა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

მძღოლმა პოლიციას განუცხადა, რომ შემთხვევის ადგილი შიშის გამო დატოვა.

 

მსგავსი თემები