პრეზიდენტი მარგველაშვილი მის წინააღმდეგ ბინძურ პიარზე საუბრობს 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ შავი პიარი კიდევ ბევრჯერ აგორდება. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა მორიგი მონძური შავი პიარის ტალღა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ  პატიმართა შეწყალების საკითხებში ხარვეზების გამოსოწრების მიზნით მუშაობა დაწყებულია.

„ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები და დავხვეწავთ კიდეც, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად დაინახა საზოგადოებამ ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული ამ შავი პიარის კიდევ ერთი ტალღის და ალბათ, კიდევ ბევრი იქნება. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

მსგავსი თემები