უბედურ შემთხვევას ქობულეთში მამა-შვილი ემსხვერპლა

ქობულეთში ე.წ. მტს-ის დასახლებაში მამა-შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი მეზობელს სახლის სახურავის გადახურვაში ეხმარებოდა, რა დროსაც რამდენიმე მეტრიანი სიმაღლიდან გადმოვარდნენ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადგილზე ორივე  გარდაცვლილი დახვდა.

მსგავსი თემები