ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, 14 წლის გოგოს დედას პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

  საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2023 წლის ზაფხულში,  არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა  14 წლის გოგონას  მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის … ვრცლად ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, 14 წლის გოგოს დედას პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა