მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა წაიკითხა პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ოქმი, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს შესთავაზეს პროცესში მონაწილეობა, როგორც დარბაზში დასწრების, ისე დისტანციური გზით, მაგრამ მან უარი განაცხადა და მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. სააკაშვილმა უარი განაცხადა პროცესის მის დაუსწრებლად ჩატარებაზეც.

შემდეგი პროცესი 20 სექტემებრს, 11 საათზე ჩაინიშნა.

მსგავსი თემები