,,რუსეთს აღარ აქვს ძალა, თავდასხმები ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს”- ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთს აღარ აქვს ძალა, შეტევები ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს.

დანილოვის თქმით, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ, რუსეთი სამხედრო არსენალის ამოწურვის ზღვარზეა. მისივე განმარტებით, პირველი შეცდომების შემდეგ, რუსეთმა იპოვა ტაქტიკა, რომელიც მუშაობს. კერძოდ, საწყის ეტაპზე, რუსები ცდილობდნენ ღრმად შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე, რის გამოც მათ  დაკარგეს ელიტარული ნაწილები

ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ  ოკუპანტები  დიდი რაოდენობით არტილერიას და ჯავშანტექნიკას აგროვებენ, რასაც უკრაინელი სამხედროები ვერ უმკლავდებიან.

 

მსგავსი თემები