ჯილ ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პირველ ლედის ჯილ ბაიდენს ორშაბათს Covid-19 დაუდასტურა. თეთრი სახლის ცნობით, 80 წლის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტესტის პასუხი უარყოფითია.

,,ამჟამად მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს. ის დარჩება მათ სახლში, რეჰობოთ ბიჩში, დელავერში” – განაცხადა პირველი ლედის სპიკერმა.

72 წლის აშშ-ის პირველ ლედის ბოლოს კორონავირუსის ინფექცია გასული წლის აგვისტოში დაუდასტურდა, ხოლო პრეზიდენტ ბაიდენს 2022 წლის ივლისში.

მსგავსი თემები