ფოთში, სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა ავარიაში მოყვა

მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფოს ექიმი, მძღოლი და პაციენტი დაშავდნენ.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა სახის დაზიანებები მიიღეს მათ.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები