პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია – ირაკლი ღარიბაშვილი

ქალბატონმა პრეზიდენტმა სამწუხაროდ არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება სრულიად გამართლებულია.

„დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა, ჩვენი არგუმენტაცია მოვიყვანო. მან რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც არის დაწესებული და ასევე თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს.  ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღოს მმართველმა პარტიამ, იყო გამართლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

მსგავსი თემები