განადგურებულია ვენახი, ბოსტნეული, ხილი – სეტყვა კახეთში

სეტყვამ კახეთი მნიშვნელოვნად დააზარალა. ლაგოდეხში სეტყვამ და ძლიერმა ქარმა სოფელ კაბალისა და ბარისუბნის სოფლების მოსახლეობა მოსავლის გარეშე დატოვა.

განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეული, ხილი, ვენახი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სეტყვამ მოსავალს ფოთლებიც კი არ შეარჩინა და მხოლოდ ტოტები დარჩა.

ადგილობრივების თქმით, ბოსტნეულის 80-90% განადგურებულია, ვენახი არც არსებობს, მალინის ბაღი, ხილის ბაღი, ყველაფერი გაფუჭდა,  ყველა კულტურა გაანადგურა.   

მსგავსი თემები