კორონავირუსით საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ელერდაშვილი გარდაიცვალა

კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად, ცნობილი მწერალი, ირანოლოგი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ელერდაშვილი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას დღეს დაკრძალავენ მახათას პანთეონში.

„საშინლად დამწუხრებული ვარ, დავკარგეთ საუკეთესო ადამიანი, მისი ნათარგმნია შუა საუკუნეების ირანელი მოღვაწეები, ომარ ხაიამი, ჯალალ ედ დინ რუმი. ბოლო დღეებში დაასრულა და გამოსაცემად გაამზადა იუნუს ემრეს ყაზალები. სულ ახლახან თურქული ორგანიზაცია: იუნუს ემრეს ინსტიტუტის დაფინანსებით გამოიცა ,,თურქი პოეტების ანთოლოგია,“ – ამბობს “მედიაცენტრ მთავართან“ – პოეტი და მთარგმნელი ეთერ სადაღაშვილი.

მსგავსი თემები