„ლუდხანის დონის პრიმიტიულ-ბანძი დიპლომატია მოქოქეს; გალანძღეს შოლცი, მაკრონი, სულში ჩააფურთხესო ბენ უოლესს“ – კოკო გამსახურდია  

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფროსი შვილი – კონსტანტინე გამსახურდია იური შვეცის ანალიზთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ შვეცის ანალიზი ბევრ კითხვას პასუხობს. მისი შეფასებით,  ლოკალური სავირთხეთი მუშაობს საკუთარი ქვეყნის დატროლვაზე.

„საბჭოთა კგბ-ს ყოფილი რეზიდენტი, ამჟამად აშშ-ში მცხოვრები იური შვეცი საუბრობს უკრაინის მმართველი ელიტის შიგნით მოქმედ დაჯგუფებაზე, რომელიც საკუთარ ქვეყანას ტროლავს. შვეცის ეს ანალიზი პასუხს ბევრ მძიმე კითხვაზე სცემს.

მან დღევანდელ ანალიზში გადაუარა ანდრეი ერმაკს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. სწორედ ის დადისო ჯერ ომანში, მერე უნგრეთში საქმეების ქურდულ დონეზე მოსაგვარებლად, (ანუ კრემლის მთავარ სატანა-ქურდთან მოსაგვარებლად, უკრაინის ეროვნული ინტერესების საზიანოდ….)

სწორედ ის უსმენდა კრემლის გამოგზავნილ კოზაკს 2022 წლის 24 თებერვლამდე; ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც მორდორს აწყობდა.

სწორედ მან მოახსნევინა პრეზიდენტს ყველა შედარებით მაღალი კლასის მქონე დიპლომატი და “ფუცანები” დანიშნა, რომლებმაც ლუდხანის დონის პრიმიტიულ-ბანძი დიპლომატია მოქოქეს; გალანძღეს შოლცი, მაკრონი, სულში ჩააფურთხესო ბენ უოლესს; სწორედ ერმაკი დგასო პოლონეთის ელჩის დაბარების უკანო. ამის დასტური იყოო რეაქცია – უკრაინის ელჩის საპასუხოდ დაბარება – და ეს ყოველივე ვროცლავში გაშლილი ანტიუკრაინული პლაკატების ფონზე;

სწორედ მისი პირდაპირი ჩარევააო, რომ ვილნიუსის სამიტიდან მოყოლებული ლამის ყველა პარტნიორისკენ განავლის გუნდები ისროლეს; შვეცის ანალიზს დავამატებდი, კერძოდ იმ პუნქტში, სადაც პარტნიორისთვის “განავლის სროლაზე” საუბრობს – იმ ქართველი ელჩის კიევიდან საკონსულტაციოდ გასტუმრება სამშობლოში, ვისაც უმძიმეს წუთებშიც კიევი არ დაუტოვებია. ანუ ქართველების მოსამდურებლადაც მუშაობა.  დასკვნა ისაა, რომ ლოკალური სავირთხეთი მუშაობს საკუთარი ქვეყნის დატროლვაზე.

ამავე დროს ყველგან ამოცნობადია ერთი და იგივე აგენტურა – კიევიდან ვაშინგტონამდე სივრცეში, აღმოსავლეთით, სამხრეთით, პრაქტიკულად მთელს გლობუსზე. აგენტურის მიზანია დასავლეთთან განხეთქილების ინიცირება და გაღრმავება, კრემლის იმპერიის დომინანტური პოზიციის შენარჩუნება და უკრაინის დამარცხება ომში, განოლება იმ ნამდვილი გმირების მსხვერპლისა, რომლებიც ფრონტზე იხოცებიან დღეს. მეტი არაფერი, სულ ესაა“ – აცხადებს კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია.

 

მსგავსი თემები