გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი ციხიდან საავადმყოფოში გადაჰყავთ

არასრულწლოვან ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო დაკავებული გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი ამ წუთებში ციხიდან საავადმყოფოში გადაჰყავთ. კონკრეტულად რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ამ ეტაპისთვის უცნობია, ინფორმაცია „მედიაცენტრმა მთავარმა“ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატთან გადაამოწმა. როგორც არჩილ შაბაშვილმა გვითხრა, კონკრეტულად, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი მისთვის უცნობია. მისი თქმით, სავარაუდოდ საქმე გვაქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან.

ადვოკატი ვერ ადასტურებს, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მისი დაცვის ქვეშ მყოფს.  

შეგასხენებთ, რომ მარიამ ჩოლოიანს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს, რადგანაც ის დაკავებისას შეუძლოდ გახდა. ხვალ კი მარიამ ჩოლოიანის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები