დასავლელი პარტნიორები თუ გვეტყვიან, რომ დეოლიგარქიზაციაზე კანონი აღარ არის რელევანტური, ჩავხსნით – ღუდუშაური

უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, თუ  პარტნიორები საქართველოს ეტყვიან, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება საჭირო აღარ არის, კანონი ”ჩაიხსნება”. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნები და ევროკომისიის პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან მიმართებაში.

,,ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო, რომ თუ ეს რეკომენდაციებში არის და ქვეყანას სჭირდება, ნამდვილად მივიღებთ. ამის შემდეგ მივიღეთ, რომ ქვეყნის შიგნით დესტრუქციულმა, ოპოზიციურმა ძალებმა დაინახეს თავიანთ რიგებში ოლიგარქი, ასეთი არც მეტი არც ნაკლები ერთი უკვე ღიად და საჯაროდ გაცხადებული და აღიარებული არის, ასეთი გახლავთ კეზერაშვილი. აქედან გამომდინარე, მათ აღარ აწყობთ ეს. ამის შემდეგ გვაქვს მოცემულობა, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის დასკვნა თანხვედრაში არ არის. ჩვენი პრიორიტეტი რჩება, ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ვაკეთებდით და ვაკეთებთ ყველაფერს. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის ნათელი, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ევროკომისია გვეტყვის, რომ აღარ არის რელევანტური და მათ არ სურთ, რომ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი კანონმდებლობა, ჩავხსნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანონი იქნება მიღებული, ოღონდ ძალაში ამას შევიყვანთ მარტისთვის, ანუ შემოდგომის შემდეგ, როდესაც გაირკვევა რეალურად უნდა გვქონდეს თუ არა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები