,,ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მთლიანად გაგვანადგუროს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

,,ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხალხი. უკრაინელების მკვლელობა აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება ერთი წამით დავივიწყოთ ეს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ვუპასუხებთ! – წერს ზელენსკი.

რუსეთმა კუპიანსკში მუზეუმის შენობა დაბომბა – არის მსხვერპლი

მსგავსი თემები