დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ 5 პირს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ 5 პირს.

სანქცირებულთა შორის არიან მოსამართლე, ორი გამომძიებელი და უსაფრთხოების სამსახურის ორ აგენტი უსაფრთხოების სამსახურის ორი აგენტი, რომლებსაც კავშირი აქვთ 2015 და 2017 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლასთან.

დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ ყარა-მურზას დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

17 აპრილს რუს ოპოზიციონერ აქტივისტ ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკას უკავშირდება.

მსგავსი თემები