რუსეთი თავს ესხმის ბახმუტის გარეუბნებს, მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქის შიგნით – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის სამხედრო გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ბახმუტის გარეუბნებზე წარუმატებელი თავდასხმები წამოიწყეს.

,,ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მტერმა წარუმატებელი შეტევები წამოიწყო ხრომოვესა და ივანივსკეს მიდამოებში”, – აცხადებენ გენშტაბში.

ეს ნაბიჯი მიუთითებს მოსკოვის მცდელობაზე, ალყაში მოაქციოს უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, “მიუხედავად დიდი დანაკარგისა, რუსეთის ფედერაცია არ თმობს” ოკუპაციის გეგმებს.

,,მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას ღერძის შეტევაზე”, – აცხადებენ უწყებაში.

 

მსგავსი თემები