,,რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა”- პუტინი

რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება  – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის თავდაცვის მინისტრთან, ლი შანფუსთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ისევე აქტიურად ვმუშაობთ სამხედრო სფეროში, რეგულარულად ვცვლით ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაციას, ვთანამშრომლობთ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში, ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს,“, – განაცხადა პუტინმა.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან თავის თანამდებობაზე პირველი ვიზიტისთვის რუსეთი სპეციალურად აირჩია.

“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაკავების შემდეგ, ეს ჩემი პირველი საგარეო ვიზიტია. ამისთვის სპეციალურად ავირჩიე რუსეთი, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსაკუთრებულ ბუნებას და სტრატეგიულ მნიშვნელობას”, – განაცხადა ლი შანგფუმ.

მსგავსი თემები