,,უკრაინის რუსეთთან დამარცხება შესაძლოა, დასავლეთის „ოქროს ხანის“ დასასრულის დასაწყისი გახდეს”- მორავეცკი

რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დამარცხების შემთხვევაში დასავლეთისთვის შესაძლოა „ოქროს ხანის“ დასასრული დაიწყოს – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება გარანტი იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური სიძლიერის აღდგენის, არამედ გაძლიერების.

„ჩვენ უკრაინას თუ დავკარგავთ, მაშინ ათწლეულების განმავლობაში დავკარგავთ მშვიდობას. უკრაინის დამარცხება შეიძლება, გახდეს დასავლეთის „ოქროს ხანის“ დასასრულის დასაწყისი“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.

მსგავსი თემები