ესპანეთში, კოკაინის წარმოების ევროპის უდიდესი ლაბორატორია აღმოაჩინეს

ესპანელმა სამართალდამცავებმა, პორტუგალიასა და კოლუმბიასთან ევროპის უდიდესი მიწისქვეშა კოკაინის ლაბორატორია აღმოაჩინეს.

დაკავებულია 40 ადამიანი და ამოღებულია 1 300 კილოგრამი კოკაინის ბაზა.

„კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც ლიკვიდირებული იყო, გამოირჩეოდა მაღალი დონის ორგანიზაციით და მისი წევრები იყენებდნენ უსაფრთხოების მკაცრ ზომებს, როგორიცაა მეტსახელების და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, შენიღბული გადამყვანები და მათი კომუნიკაციის მკაცრი პროტოკოლის დაქვემდებარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ამოიღეს 151 კილოგრამი კოკაინის ჰიდროქლორიდი და 23000 ლიტრზე მეტი პრეკურსორები და სხვა ქიმიკატები. ასევე, გაიყინა 17 უძრავი ქონება დაახლოებით 1,7 მილიონი ევროს ღირებულებისა და 37 ფინანსური ანგარიში.

მსგავსი თემები