„ეს არის სოლიდარობის აქტი“ – დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლეების პროტესტზე უარი აშშ-ში სწავლებას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, 3 მოსამართლის უარი, რომ არ გაემგზავრონ შტატებში სასწავლებლად, სოლიდარობის აქტია და სხვა არაფერი.

„რაც შეეხება ფაქტს, რომ დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში ხუთი მოსამართლიდან სამმა უარი თქვა, მე ვივარაუდე, რომ ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქტი. ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს ჩემი მოსაზრებაა, რამე კონკრეტული ინფორმაცია, სამი მოსამართლე რატომ არ მიდის და ორი მოსამართლე რატომ მიდის, არ გამაჩნია. მათთან კომუნიკაცია არ მქონია. უბრალოდ ვივარაუდე, რომ ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი იქიდან გამომდინარე, რომ ორიოდე წლის წინათ, იგივე მოსამართლეებმა დააფიქსირეს ლაშა ჩხიკვაძესთან მიმართებაში სოლიდარობა“ – აცხადებს მოსამართლე გვრიტიშვილი.

შეგახსენებთ რომ მოსამართლეები სასწავლო ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრებოდნენ, თუმცა სამმა მოსამართლემ ვიზიტზე უარი თქვა სტაჟირება გაიაროს ამერიკის სასამართლოში.

მსგავსი თემები