რუსეთის კაფეში აფეთქებას სამხედრო ბლოგერი ემსხვერპლა

სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქება მოხდა. რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა, დაშავდა კაფეში მყოფი 17 ადამიანი.

აფეთქება ბომბმა გამოიწვია, რომელსაც 200 გრამი ტროტილის სიმძლავრე ჰქონდა. ბომბი კი მცირე ქანდაკებაში იყო ჩამონტაჟებული, რომელიც სამხედრო ბლოგერს უცნობმა ქალმა აჩუქა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები