ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

“ნდობა ქალებს – უნდობლობა მამაკაცებს“ – ეს არის ერთ-ერთი სლოგანი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გამოფინეს. აქციის მონაწილეები ქალების ჩაგვრას, დამცირებას, ძალადობას აპროტესტებენ და გმობენ ხელისუფლების უმოქმედობას.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქალებმა ტელეწამყვან შალვა რამიშვილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრეს და მმართველი გუნდი „მოძალადის“ დაცვაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეებმა  პოლიტიკოსებს მოუწოდეს, საჯაროდ გაემიჯნონ ქალთა მიმართ ძალადობას.

“თავისუფლება და თანასწორობა ქალებს”… “გაემიჯნე მოძალადეს” – ისმოდა აქციაზე, რომელიც თბილისის პარალელურად, ბათუმშიც გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა სახალხო დამცველმაც მიიღო და აღნიშნა რომ აქციის შინაარს სრულად იზიარებს.

 

მსგავსი თემები