„პრეზიდენტი 61 კილოა“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი 61 კილოა. როგორც ალასანია ამბობს, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ ვერ მოძრაობს.

„რაც ვიცი, გუშინ აწონეს.  მისი წონა 61 კილოა. არის ძალიან სუსტად, რადგან ადამიანი 24 საათი არ დგება, ფაქტობრივად, არ მოძრაობს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთ ადგილზე ვერ დააბამდი, ახლა ასეთ მდგომარეობაშია.  არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს, რომელმა თამაშმა და მსახიობობამ“, – განაცხადა ალასანიამ კლინიკასთან.

პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტთან სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები იმყოფებიან.

მსგავსი თემები