“ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს“ – ვოლსკი ევროპარლამენტარზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებებზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოკსლიმ შეფასება გააკეთა და ის სადისტურ მოქმედებებში დაადანაშაულა.

„ვიოლა ფონ კრამონი მონაწილეობას იღებს  საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში. ის ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა. ყველაფერი ნათელი გახდა. ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან.

ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ  ევროპარლამენტარი საქართველოში ჩამოვიდა ის  გუშინ, მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციასაც დაესწრო.  როგორც ფონ კრამონმა აღნიშნა, მიუღებელია პარლამენტარების მიერ, ლაზარე გრიგორიადისის იმიჯის გამოცალკევება და სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. მისი შეფასებით, ყველას აქვს უფლება, ე.წ. რუსული კანონის წინააღ,დეგ საკუთარი პროტესტი გამოხატოს.

 

მსგავსი თემები