,,მთავრობის პროპაგანდა ჩამოშლილია”- ლევან ხაბეიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სტრასბურგის  გადაწყვეტილებას ეხმაურებას  და  აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მთელი პროპაგანდა ჩამოშლილია.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებაკიდევ ერთი დასტურია, რომ პუტინის რუსეთი არის დამნაშავე, რომ 2008 წელს განახორციელა საქართველოს ანექსია.

„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრიმინალური მთავრობა უკვე წლებია ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, რომ ისინი კრემლიდან იღებენ დავალებას და ყველა ის პროპაგანდა, რაც ჰქონდათ ნაწარმოები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩვენი საქართველოს, ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი გმირი ბიჭების წინააღმდეგ, არის ჩამოშლილი და ჰააგის შემდეგ ეს უკვე დაადასტურა სტრასბურგმა. დიახ, ქართველმა ხალხმა, პრეზიდენტ სააკაშვილმა, სახელმწიფომ, გმირმა ბიჭებმა გიმარჯვეს და გავიმარჯვეთ ყველამ ერთად. ამიტომ, მნიშვნელოვანია საბოლოო გამარჯვებამდე ქართველი ხალხი დადგეს ერთად და რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრემლიდან მართული ხელისუფლება გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

მსგავსი თემები