შეიარაღებული თავდასხმა ლოს ანჯელესში – გარდაცვლილია ათი ადამიანი

შეიარაღებულმა პირი, ლოს ანჯელესის გარეუბანში მონტერეის პარკში შეიარაღებულმა მამაკაცმა 20 ადამიანს გაუხსნა ცეცხლი. შემთხვევის შედეგად, ათი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულთაგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.

თავდამსხმელი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტრაგიკული შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ფურგონში იპოვეს. თავდამსხმელმა  სიცოცხლე სავარაუდოდ,  თვითმკვლელობით დაასრულა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მსგავსი თემები