,,გამარჯვება შესაძლებელია 2023 წელს, თუ უკრაინელები ერთიანობას და სიძლიერეს შეინარჩუნებენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„არაფერს დავივიწყებთ, არაფერს ვაპატიებთ, აუცილებლად დავიბრუნებთ ყველაფერს. ჩვენ გავაკეთებთ ამ ყველაფერს, როგორც ძლიერი ცივილიზებული სახელმწიფო,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი  წელს, იმ პირობით, თუ უკრაინელები ერთიანობას შეინარჩუნებენ.

“გამარჯვება შესაძლებელია 2023 წელს, თუ უკრაინელები ერთიანობას და სიძლიერეს შეინარჩუნებენ. ის, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება ომი, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ძალა უკრაინის შიგნით და ძალა გარედან – პარტნიორების დახმარება. არ უნდა დავუშვათ პროცესების შენელება, როგორც გარეთ, ასევე შიგნით, რადგან ეს ომს გააჭიანურებს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები