თავდასხმა LGBTQ ღამის კლუბზე – დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი

შაბათს ღამით, კოლორადოში შეიარაღებულმა მამაკაცმა LGBTQ ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.

ეჭვმიტანილი 22 წლის მამაკაცია, რომელიც ადრე ბომბის გამოყენების მუქარისთვის იყო დაკავებული. ”ბიბისის“ ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშაა და მას ექიმები ჭრილობებზე მკურნალობენ.

ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ კლუბში მყოფმა ორმა ადამიანმა თავდამსხმელი გაანეიტრალა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი კლუბის ტერიტორიაზე შაშხანით შევიდა.

 

მსგავსი თემები