,,უკრაინის გადასაწყვეტია, როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან”- ჯოზეფ ბორელი

,,უკრაინის გადასაწყვეტია, როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან,”- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დასავლეთი, შესაძლოა, კიევს მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგებდეს.

„უკრაინა გადაწყვეტს რა გააკეთოს. ჩვენი მოვალეობა მათი მხარდაჭერაა”, – განაცხადა დიპლომატმა.

ცნობისათვის, ბრიუსელში დღეს და ხვალ საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება. მინისტრები განიხილავენ თეირანის როლს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად.

მსგავსი თემები