ოკუპირებულ ხერსონში ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეწყდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეწყდა. რუსეთის მიერ კონტროლირებადი ადმინისტრაციის ცნობით, “ტერორისტულმა თავდასხმამ” დააზიანა სამი ელექტროგადამცემი ხაზი ბერისლავ-კახოვკას გზატკეცილზე, რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში.

რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა ელექტროენერგიის გათიშვაში რუსეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, რეგიონის ქალაქ ბერისლავში, დაახლოებით 1,5 კმ ელექტროგადამცემი ხაზები განადგურდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, იური სობოლევსკის განცხადებით, დაზარალდა რეგიონის დაახლოებით 10 დასახლებული პუნქტი.

მსგავსი თემები