აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ მხარეს ქალბაჯარის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

„6 ნოემბერს, 19:35 საათიდან 21:50 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით პერიოდულად ცეცხლს უხსნიდა ქალბაჯარის რაიონის მოლაბაირამლისა და ბეზირხანას დასახლებებში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

 

მსგავსი თემები