„ტვიტერი“ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს”- ილონ მასკი

„ტვიტერი“ მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს. ეს არის ჩვენი მისია, – ამის შესახებ  ტესლას და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა.

მასკის თქმით, სიტყვის თავისუფლების უფლება ყველანაირ ინფორმაციაზე გავრცელდება.

„სიტყვის თავისუფლებისადმი ჩემი ვალდებულება ვრცელდება იმაზეც, რომ არ აიკრძალოს ანგარიში, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩემს თვითმფრინავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩემს პირად უსაფრთხოებას“, – განაცხადა ილონ მასკმა.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს ილონ მასკმა „ტვიტერის“ 44 მილიარდ დოლარად შეიძინა,

მსგავსი თემები